სტუდიის წესები.

დაჯავშნა


1. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე 10.00 -დან 20.00 სთ-მდე. კვირაში შვიდი დღე.
არასამუშაო საათებში დაჯავშნა შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით 20:00-დან 10:00 საათამდე, სტუდიის ქირაობის მინიმალური დრო 2 საათია, დაქირავების სრული ფასის 10%-ანი დანამატით.
2. სტუდიის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ, ტელეფონით ან პირადი შეტყობინებებით.
3. გაქირავების მინიმალური დროა 1 საათი, ნებისმიერი დამატებითი დრო ითვლება საათად.
4. გადაღების 1 საათი გრძელდება 55 წუთი. დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ადმინისტრატორი შემოვა და გაგაფრთხილებთ, რომ თქვენი სამუშაო დრო უახლოვდება დასასრულს.
5. სესიის დრო იწყება და მთავრდება ჯავშნით მითითებული პირობის თანახმად, დაგვიანების მიუხედავად ან იმისა, თუ რა დრო დასჭირდება უშუალოდ გადაღების პროცესს.
6. დაჯავშნისას საჭიროა ავანსის სახით თანხის გადახდა მთლიანი ქირის ფასის 50%-ის ოდენობით.
7. თუ ავანსი არ იყო გადახდილი, ჯავშანი ავტომატურად გაუქმდება 48 საათით ადრე.
8. 48 საათზე ნაკლები ხნით ადრე ჯავშნის გაუქმებისას გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ დაქირავების დრო გადახდილი თანხის შენარჩუნებით. სესიის თარიღის გადატანა შესაძლებელია ერთხელ, 30 დღის განმავლობაში.
9. 48 საათზე ნაკლებ დროზე ადრე დაჯავშნის შემთხვევაში თანხა ირიცხება სრულად.
10. გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადარიცხვით. საბანკო გადარიცხვის შემდეგ თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ გადარიცხვის დამადასტურებელი სქრინი.
11. დღის ფოტოს ან მასტერკლასის ორგანიზებისას მიმართეთ ადმინისტრატორს, რადგან, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია სპეციალური პირობები, ფასდაკლება ჯავშანზე.

სტუდიაში მუშაობა


12. გადაღებამდე ერთი საათით ადრე თქვენს განკარგულებაშია უფასო საგრიმიორო. დამატებითი დროს ემატება თანხა, საათობრივად და ღირს საათში 10 ლარი.
13. სტუდიაში შესვლისტანავე აუცილებლად უნდა გამოიცვალოთ დასვრილი ფეხსაცმელი. სტუდიაში ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჩუსტებს, ბახილებს ან სკოჩს.
თეთრი ან სხვა ფერადი ფონზე მუშაობისას, თქვენი ფეხხსაცმელი უნდა იყოს
სუფთა, მშრალი და ახალი. ფეხსაცმლის ძირი აუცილებლად უნდა გადაიკრას სკოჩით. ნებისმიერმა აქსესუარმა შეიძლება ჭუჭყის წარუშლელი კვალი დატოვოს, ამიტომაც იყავით ყურადღებით. ეს წესი ეხება ყველა პირს ვინც იმყოფება სტუდიაში.
14.ფონის დაზიანების შემთხვევაში უნდა გადაიხადოთ ჯარიმა.
  • ფერადი 1 მეტრიანი ქაღალდის ფონის დაზიანების შემთხვევაში, ჯარიმის ღირებულებაა 30 ლარი.
  • თეთრი ფონის ( ციკლორამის ) დაზიანების შემთხვევაში თქვენ იხდით ჯარიმას - 20 ლარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი გაწმენდა შესაძლებელია. თუ ციკლორამა არ გაიწმინდა და მას ესაჭიროება თეთრი საღებავით დაფერვა, ამ შემთხვევაში თქვენ იხდით 90 ლარის ჯარიმას.
15. სტუდიაში აკრძალულია სიგარეტით მუშაობა და ღია ცეცხლის გამოყენება.
16.თუ თქვენ დააპირებთ სტუდიაში ცხოველებთან ერთად გადაღებას, გთხოვთ შეგვატყობინოთ წინასწარ.
17. ერთდროულად გადაღებაზე დაშვებულია 8 ადამიანი. თუ რიცხვი აღემატება რაოდენობას, თითო ადამიანის დასწრებას ემატება 5 ლარის საფასური.
18. თუ დაგჭირდებათ დახმარება განათების აღჭურვილობასთან ან სხვა სერვისებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრატორს.
19. სტუდიის დაქირავებისას დამკვეთი თანხმდება სტუდიის დანადგარების დაზიანების შემთხვევაში მის აანაზღაურებას. სტუდიაში მყოფი ნებისმიერი პირის მიერ დაზიანება უნდა იყოს ანაზღაურებადი.
20. ციკლორამის გრადიენტზე (ამობურცულ ნაწილზე) ფეხით დგომა აკრძალულია. ასევე სხვა ნებისმიერი სიმძიმის დადებაც აკრძალულია.
ჩატეხილი ციკლორამის აღდგენის საფასურია ხუთი ათასი (5000) ლარი.

ფოტოსტუდია Black&White Tbilisi
Made on
Tilda